пятница, 23 октября 2009 г.

1.პროექტი: საფრენი აპარატები

2.პროექტის მოკლე აღწერა:განსახილველ ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება (ინტერნეტის საშუალებით), თითოეული ობიექტის დახასიათება-შესწავლა.

3.პროექტის სრული აღწერა: კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.

1-ლი ჯგუფის საკვლევი ობიექტია ვერტმფრენი.

მე-2 ჯგუფისა აეროპლანი- თვითმფრინავი.

მე-3 ჯგუფი იკვლევს რაკეტებს.

ჯგუფებს ვაწვდი პროექტის განხორციელების გზებს.

შეაგროვეთ ინფორმაცია არჩეული საგნის შესახებ. გამოიკვლიეთ მათი განვითარების ისტორია. (ინტერნეტით)

დაადგინეთ, რა მასალებისგან არის დამზადებული იგი, განვითარების ეტაპებზე რა ცვლილებები განიცადა, გამოთქვით ვარაუდი რატომ მოხდა ასეთი ცვლილებები, თქვენ რა ცვლილებებს შეიტანდით წარმოდგენილ მოდელში, რატომ? უკეთესს როგორს ინატრებდით?

განიხილეთ, ექსპლუატაციის დროს ხომ არ ბინძურდება გარემო. ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა. რას შემოგვთავაზებდით გაუმჯობესების მიზნით?

4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

5. ვადები: გრძელვადიანი პროექტია (2-3 თვე)

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოძებნიან ინტერნეტში საჭირო ინფორმაციებს, შექმნიან ცხრილებს, კედლის გაზეთს, პრეზენტაციას.

7. მოსალოდნელი შედეგები: (პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას) საინფორმაციო კვლევითი სტატია სასკოლო გაზეთისათვის, თვითნაკეთი ბროშურა, კოლაჟი, სასკოლო კონფერენციის მოწყობა, (მოვიწვევთ სხვა კლასის მოსწავლეებს და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებს)

. 8.სარგებელი სხვებისთვის:შეიქმნება კედლის გაზეთი და კვლევის ელექტრონული ვერსია

9. სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს

11.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ.VII.7. კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს.

ბუნ.VII.12. აგროვებს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების მიზეზებისა და მათი თავიდან აცილების საშუალებების შესახებ. აკეთებს პრეზენტაციას.

ბუნ.VIII.5. ადექვატურად იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიასა და ფორმულებს სხვადასხვა სახის მოძრაობის დასახასიათებლად და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.

12.პროექტის ფასილიტატორი: ნინო რამიშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninoemzari@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი: www.nin-fizika.blogspot.com





воскресенье, 18 октября 2009 г.

safreni aparatebi

პროექტის სახელი
პროექტის მოკლე აღწერა